პირველ რიგში მოხარშული საქონლის ხორცი გავატარე. ზეთიან და კარაქიან ტაფას დავუმატე ხახვი, კარგად მოვშუშე. შემდეგ როგორც კი გაოქროსფრდა დავამატე გატარებული საქონლის ხორცი, მარილი, პილპილი და კარგად გადავურიე, დავამატე საქონლის ხორცის ნახარში წვენი. გულსართისთვის კვერცს დავუმატოთ მარილი, წყალი და კარგად გავთქვიფოთ. შემდეგ დავაცრათ ფქვილი და გავაერთიანოთ ეს მადა. შემდეგ უნდა დავამატოთ ზეთი და შეგვიძლია ჩვენი ცომი გადავწუროთ საცერზე. ვწვავთ ბლინებს უცხიმო ტაფაზე ორივე მხრიდან. შემდეგ გადავახვიოთ გულსართი ბლინებში და შევწვათ. ამ პროპორციით გამოდის დაახლოებით 12-15 მოზრდილი ზომის ბლინი!