ღვიძლის ოლადები - სასარგებლო და გემრიელი
ღვიძლის ოლადები - სასარგებლო და გემრიელი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • სტაფილო - 1
  • ფქვილი - 4-5 ს.კ
  • კვერცხი - 2
  • ღვიძლი - 500 გ
  • სოდა - დანის წვერით
მომზადების წესები
ღვიძლი კარგად გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. სტაფილოსთან ერთად ხორცსაკეპში გავატაროთ ან კომბაინში დავაქუცმაცოთ. დავამატოთ კვერცხის გულები , მარილი, პილპილი, სოდა და ფქვილი.  ცალკე ავთქვიფოთ ბეზე და შევურიოთ ამ მასას. 

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ორივე მხრიდან შევწვათ ოლადები, საშუალო ცეცხლზე.

უფრო მარტივია, თუ კვერცხს მთლიანს შევურევთ, ბეზეს ატქვეფის გარეშე, მაგრამ ბეზეთი უფრო ფუმფულა გამოდის.