4 კვერცხი, 20 გრამი გამდნარი კარაქი, 600 გრამი რძე, ვანილი, 50 გრამი შაქარი, 200 გრამი ფქვილი დავაბლენდეროთ ერთად და გამოვაცხოთ კრეპები. შემდეგ გაგრილებული დავკეცოთ სასურველ ფორმებად. სოუსისთვის 150 გრამი კარაქი, 150 გრამი შაქარი, თითო ლიმონი და ფორთოხლის ცედრა თავისი წვენით და ავადუღოთ 10 წუთი (დაამატეთ ცოტა დარიჩინი სურვილის შემთხვევაში), ჩავალაგოთ კრეპები და წამოვადუღოთ 1-2 წუთი.