მოამზადეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი. სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ და აცადეთ, რომ გაცივდეს. ქაშაყის ფილე შეგიძლიათ იყიდოთ მზა ან მოამზადოთ თვითონ. მოაცილეთ ფხები. კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დადეთ სუფრაზე გველის ფორმაში, როგორც 2025 წლის სიმბოლო. კარტოფილს მოაყარეთ მარილი და წაუსვით მაიონეზი. კარტოფილის ფენაზე დადეთ კუბებად დაჭრილი ქაშაყის ფილე და ისევ წაუსვით მაიონეზი. ხახვი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაასხით მდუღარე წყალი, რამდენიმე წუთით, რომ სიმწარე მოაშოროთ. შემდეგ ოდნავ გაწურეთ და დადეთ შემდეგ ფენად. სურვილისამებრ მოაყარეთ მარილი, პილპილი და ისევ წაუსვით მაიონეზი. ხახვის ფენაზე დადეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, მოაყარეთ მარილი და წაუსვით მაიონეზი. სტაფილოზე დადეთ გახეხილი კვერცხი. მოაყარეთ მარილი და წაუსვით მაიონეზი. ბოლოს დადეთ გახეხილი ჭარხალი, მოაყარეთ მარილი და წაუსვით მაიონეზი. ჭარხლის ფენას კოვზით მიანიჭეთ გველის საბოლოო ფორმა. კვერცხის გულები გახეხეთ წვრილ სახეხზე და ზედა ფენა ზოლებად მოაყარეთ. გველის ენა ამოჭერით მოხარშული სტაფილოსგან. თვალებისთვის გამოიყენეთ ზეთისხილის პატარა ნაჭრები. ზეთისხილი ასევე შეგიძლიათ დაჭრათ რგოლებად და გააფორმოთ გველის ფორმა.