გაცრილ ფქვილს გავუკეთებ პატარა ორმოს, დავამატებ საფუარს და მარილს, ცოტა თბილ წყალს და ჩანგლით გავხსნი საფუარს. მარილს ცოტა ფქვილს, გადავაფარებ ჭურჭლის ტილოს, რომ საფუარი გააქტიურდეს და 10 წუთში დავამატებ წყალს გამდნარ ცხიმს და მოვზელ ცომს, ბოლოს გადავზილავ ზეთით. კარგად რომ ამოვა, კიდევ გადავზილავ ამოვაგუნდავებ და გამოვაცხობ ლობიანს. კარგად მოხარშული ლობიო გადავწურე, დავუმატე ხმელი ქონდარი, მსხვილად დაფქული წიწაკა, ასევე ცოტა შავი პილპილი, მარილი, ბოლოს ზეთი და ჩავჭყლიტე. ამოვაგუნდავე 250 გრ გუნდები, ასევე დავუმატე 250 გრ შენელებული ლობიო და გამოვაცხვე 250 გრ გახურებულ ღუმელში, გამოვაცხვე ასევე აჭარული ხაჭაპურის ფორმის ლობიანი ლორით. აჭარული ხაჭაპურის ფორმის ლობიანს ზემოდან ლობიოს ნახარში დავუმატე, რომ ცხობის დროს არ გამომშრალიყო ლობიო.