დრო
30წთ
ულუფა
2
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ლიმონის წვენი - 2 ს.კ
- ლიმონის ცედრა - 1.5 ჩ.კ
- დიჟონის მდოგვი - 2 ს.კ
- კარაქი - 100 გ
- ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
- მარილი და პილპილი
- ოხრახუში
მომზადების წესები
კომბოსტო ყვავილედებად დავშალოთ და მოვწალოთ რამდენიმე წუთი მარილიან წყალში.
ლიმონს ცედრა ავახეხოთ და წვენი გამოვწუროთ.
ქვაბში კარაქი გავადნოთ, დავამატოთ მდოგვი, ლიმონის ცედრა და წვენი , კარგად ავურიოთ. სოუსი კარგად გავაცხელოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ.
ცეცლგამძლე ფორმაში გდავიტანოთ კომბოსტო, მოვასხათ სოუსი და შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.
მზას მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში