ბადრიჯანი, დავჭერი სიგრძეზე და დავაყარე მარილი, დავტოვე დაახლოებით 40 წუთი. ცალკე დავჭერი ასევე, ბულგარული წიწაკა შემდეგ შევწვი ბოსტნეულის ზეთში. გატარებულ ნიგოზს დავუმატე, დანაყილი ნიორი, მარილი, უცხო სუნელი, ქინძი, წიწაკა და დავამუშავე კარგად ხელით, ვუმატებთ შემწვარ ხახვს, შემდეგ კი დავუმატე გადადუღებული ცივი წყალი, ასევე ძმარი. სისქე თქვენი სურვილისამებრ აკონტროლეთ, შემწვარ ბოსტნეულზე გადავანაწილებთ ნიგვზის მასას და კერძიც მზადაა.