ქათამს წავუსვათ მარილი და პილპილი, შევახვიოთ ცელოფანში და დავდოთ მაცივარში 2 საათით, შემდეგ კი, 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. დავჭრათ ფორთოხალი თხელ რგოლებად, ლიმონი საშუალო ზომის ნაჭრებად და შევურიოთ სანელებლები. რამდენიმე ფორთოხლის ნაჭერი ქათმის კანის ქვეშ შევაცუროთ, ისე, რომ კანიარ გაფუჭდეს, დანარჩენი კი, ლიმონსა და სხვა ინგრედიენტებთან ერთად მის მუცელშიმოვათავსოთ, გავკეროთ და ჩხირებით შევკრათ, შევახვიოთ პერგამენტში და შევწვათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში. ასევე, შეგვიძლიაშევწვათ პერგამენტის გარეშე.