ხბოს ხორცი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. როცა ქაფს მოიგდებს, მოვხადოთ და განვაგრძოთ დაბალ ცეცხლზე ხარშვა. ხორცი კარგად რომ მოიხარშება, ამოვიღოთ, შევაგრილოთ და ჩანგლით ან ხელით დავანაწევროთ. ქინძი და ნიორი დავნაყოთ წიწაკასა და მარილთან ერთად და შევურიოთ ხორცს, ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები ან კოწახური.