ქათამს მოვაყროთ მარილი და თუნუქის ფურცლით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. პერიოდულად გამოვიღოთ და დავასხათ თავისი წვენი. ბოლოს დავადოთ კარაქი და თბილად შევინახოთ. ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ და ბროწეულის წვენს შევურიოთ. ქათამი დავჭრათ, ჩავდოთ კეცში, დავასხათ ბროწეულის წვენი და 5-10 წუთით შევდგათ გახურებულ ღუმელში. სერვირებისას მოვრთოთ დაჭრილი ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით.