კომბოსტოს ფოთლები მდუღარე მარილიან წყალში მსუბუქად მოვწალოთ. ფარშს შევურიოთ დაკეპილი ხახვი, კვერცხი, კვლიავი, მარილი და პილპილი, მივცეთ მოგრძო ფორმა. დავფინოთ კომბოსტოს ფოთლები, შიგ შევახვიოთ ფარში და შევკრათ ძაფით, რომ არ გაიხსნას შეწვის დროს. ასე მოვამზადოთ 4 ცალი ხვეულა და გაცხელებულ ზეთში ყველა მხრიდან შევბრაწოთ, შემდეგ დავასხათ წყალი და 20 წუთი ვშუშოთ. მივირთვათ მოხარშული კარტოფილის თანხლებით.