ბადრიჯნებს ზედა ფენა ავაჭრათ, ყველა მხრიდან დავჩხვლიტოთ ჩანგლით და თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ. ზემოდან მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით შევდგათ. ხახვი წვრილად დავკეპოთ და ცოტაოდენ ზეთში მოვშუშოთ. წვრილად დავკეპოთ მწვანილი, დავუმატოთ ნიგოზი, ხახვი, ძმარი, ნიორი, სანელებლები და ხელით ავზილოთ. შემწვარი ბადრიჯნები შევაგრილოთ, ფრთხლად ამოვიღოთ გულები და შევაზილოთ ნიგვზის მასას, შემდეგ ბადრიჯნების ქერქში ჩავაბრუნოთ და ზემოდან ბროწეული მოვაყაროთ. ასე მომზადებული ბადრიჯანი 1 ღამით გავაჩეროთ მაცივარში.