გაცრილ ფქვილს გავუკეთებ პატარა ორმოს, დავამატებ საფუარს და მარილს, ცოტა თბილ წყალს და ჩანგლით გავხსნი საფუარს, მარილს, ცოტა ფქვილს. შემდეგ გადავაფარებ ჭურჭლის ტილოს, რომ საფუარი გააქტიურდეს და 10 წუთში დავამატებ წყალს. ამის შემდეგ მოვზელ ცომს ბოლოს გადავზელ. შემდეგ ცხიმით კარგად რომ ამოვა, კიდე გადავზელ და მესამედ უკვე დავაცხობ. თვალის ზომით გახეხილ იმერულ ყველს დავუმატე წვრილად დაჭრილი ისპანახი, კამა ახალი ხახვი, ქინძი, პილპილი. ამოვაგუნდავე პატარა 50-60 გუნდა, ჩავდე ყველის გულსართი მოვუკარი თავი, ვიდეოშია ნაჩვენები, მივეცი საახალწლო ნაძვის ხის ფორმა, მაღლიდან წვრილად დაჭრილი კამა, ნიორი და ზეთი გადავუსვი. ვაცხობ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სილამაზისთვის გავაფორმე ბროწეულის მარცვლებით.