კარტოფილები ძალიან კარგად გავრეცხოთ ცხელ წყალში, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოვათავსოთ. 40 წუთში კარტოფილი გავსინჯოთ, თუ აკლია მომზადება, კიდევ ცოტა ხანს დავაყოვნოთ ღუმელში. სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად. ასევე წვრილად დავჭრათ კიტრის მწნილი. ტაფაზე, კარაქში მოვშუშოთ ხახვი 2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ სოკო და ვშუშოთ, სანამ დარბილდება, მოვასხათ არაჟანი და რამდენიმეჯერ ამოვურიოთ. დუღილს რომ დაიწყებს, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარტოფილებს ზედა მხარე მოვაჭრათ და გული ამოვუღოთ, შიგ ჩავდოთ კიტრის მწნილი, შემდეგ სოკო და ზემოდან მოვაყაროთ ყველი. ამის შემდეგ კარტოფილები შევაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით, სანამ ყველი გადნება.