პური კუბიკებად დავჭრათ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დავბრაწოთ. ქათამი დავჭრათ და გაცხელებულ ტაფაზე , ცოტა ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. მოვაყაროთ მარილი. სალათის ფოთლები მსხვილად დავანაწევროთ. კვერცხი 1 წუთით ჩავუშვათ ძალიან სუსტად მდუღარე წყალში, შემდეგ ამოვიღოთ , გავტეხოთ და ავთქვიფოთ. ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ ეს მასა ჩავასხათ კვერცხში, ჩავამატოთ რამდენიმე წვეთი ვორჩესტერის სოუსი და ლიმონის წვენი. სალათის ფოთლებს დავასხათ ცოტა სოუსი და ამოვურიოთ, შემდეგ გადავიტანოთ ფართო თეფშზე, ზემოდან პურის კრუტონები დავამატოთ, შემდეგ ქათმის ნაჭრები დავადოთ, მოვასხათ კვლავ ცოტაოდენი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. p.s. ვორჩესტერის სოუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სალათებისთვის, ან უბრალოდ შემწვარ ქათამზე მოსასხმელად...