ბატატი გავთალოთ, დავჭრათ რგოლებად ან ნახევარრგოლებად, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ზეთში. ამავე ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი სოკოსთან ერთად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შევურიოთ ბატატი და დავაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.