ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება 500გრ ფქვილი, 4 კვერცხის გული, 200გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, 250მლ არაჟანი, 2გრ ვანილი და 10გრ გამაფხვიერებელი. შემდეგ ცომი მოვათავსოთ მაცივარში 2 სთ. ცომი დავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ გუნდა საცხობი სინის ზომაზე და მოვათავსოთ ფორმაზე, გადავიტანოთ გულსართის ნახევარი, გადავანაწილოთ თანაბრად. გააბრტყელოთ მეორე გუნდა და მოვათავსოთ ზემოდან, გადავუსვათ დარჩენილო გულსართი და მასზე გადავიტანოთ მესამე გუნდა. დავჭრათ რომბებად, თავზე გადავუსვათ კვერცხის გულის და რძის ნაზავი, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ კაკლის ლებანი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 35-40წთ. უკვე გამომცხვარ ფახლავას მოვასხათ თაფლი ან სიროფი. სიროფისთვის გვჭირდება: 150 მლ წყალი 4 ს/კ შაქარი. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ.