ფორთოხალს გარეცხავთ, გავაცლით კანს, კანს კი თეთრ ნაწილს მოვაჭრით მაქსიმალურად და ავაცვამთ ძაფზე, ქვაბში ავადუღებთ წყალს, გადავიტანთ ფორთოხლის კანს,გავაჩერებთ 4 წუთი და მაშინვე მოვათავსებთ ცივ წყალში, ამ ყველაფერს ვიმეორებთ სულ 3-ჯერ და ყველანაირი სიმწარე გამქრალია. სიროფი: ჩემ ქილას ძალიან ცოტა სიროფი დააკლდა, ამიტომ გიწერთ ზუსტ რაოდენობას რეცეპტში რომ შეავსოს 500 მლ ქილა. 2 ჭ შაქარი (200 გრამიანი ჭიქა), 200 მლ ფორთოხლის წვენი, 2,5 ჭიქა წყალი, 1ც დარიჩინის ჯოხი, ვანილი, 1 ლიმონის წვენი. ავადუღებთ, გადავიტანთ ფორთოხლის კანს, ვადუღებთ 1 საათი და ვაგრილებთ,შემდეგ კვლავ წამოადუღებთ და გადაიტანთ ქილაში, ძალიან უხდება ნიგოზი. ამგვარად არც ფორთოხალი ფუჭდება,არც ქერქი და არც სიროფი რადგან ამ სიროფით გამოდის უგემრიელესი ლიქიორი მხოლოდ საჭიროა ალკოჰოლის (არაყი) შერევა.