ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და 1/2 წუთი ვშუშოთ, დავუმატოთ მწვანე ლობო და მოვშუშოთ 10 წუთი. სურვილისამებრ შევურიოთ მარილი და პილპილი. ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ლობიო ჩავდოთ ფორმაში, კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ ცოტაოდენი წყალი, ფქვილი და ყველი, შემდეგ მოვასხათ ლობიოს. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ დაიბრაწება.