ქილიდან ამოვიღებ ჯონჯოლს, გავწურავ კარგად, წყალი არასდროს გადაავლოთ, ეგ აშავებს! დავამატებ ბლომად ქინძს, კახურ ზეთს და ხახვს (უხდება ძალიან წითელი ხახვი). ავადუღოთ დიდ ქვაბში წყალი, ჩავალაგოთ ცოტ-ცოტა გარჩეული ჯონჯოლი და მოვწალოთ 2-3 წუთი. გადავიტანოთ წინასწარ გამზადებულ ქილებში, ხის ჯოხის დახმარებით კარგად დავაწვეთ რომ კარგად გაივსოს (კარგად თუ ჩატენით წყლის დამატება არაა საჭირო) და ცხელივე მოვხუფოთ. გადავაბრუნოთ ქილა და შევფუთოთ 24 საათი. რომ გახსნით არის ქარვისფერი და არ შავდება, არც მეორე და არც მესამე დღეს!