მდუღარე წყლიან ქვაბზე ვდგამთ ჯამს, რომელშიც ვათავსებთ: შაქარს, ცილას, მარილს და ლიმონმჟავას, ვთქვეფთ ზუსტად 10 წუთი - უნდა გაიზარდოს მასა ორმაგად და სიპრიალე ჰქონდეს. გადმოვდგათ ორთქლიდან და კიდევ 5-7 წუთი ვთქვიფოთ გაგრილებამდე. გადავიტანთ საკონდიტრო ტომრებში, სასურველი ფორმების მისაცემად. ღუმელის ქაღალდ დაფენილ ფორმაზე დასვამთ სასურველ ფიგურებს ან ვარდისებრს, ან "ჩიტის ბუდესავით". ვათავსებთ ღუმელში 90-100 გრადუს ტემპერატურაზე და ვაშრობთ 2 საათი, თუმცა ეს ყოველთვის ინდივიდუალურია და ღუმელზეა დამოკიდებული(არ უნდა დაიბრაწოს და თეთრად უნდა დარჩეს). გამომშრალ ბეზეებს ვრთავთ კრემით და ვაფორმებთ ნებისმიერი თქვენთვის მისაღები ხილით ან მოსართავებით. კრემი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ: მოხარშულიც, ნაღებისაც და კრემყველიც. ამჯერად მოხარშული შესქელებული რძით და კარაქით წარმოგიდგინეთ. შიგთავსად აქვს ტყემლის ჯემი, რომელიც ძალიან მოუხდა ტკბილ ბეზეს და გემოები გაანეიტრალა.