თასში ავურიოთ კარაქი, თაფლი, შაქარი, კვერცხი და გამაფხვიერებელი, ავთქვიფოთ და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე. ვურიოთ, სანამ ერთგვაროვანი მასა გახდება. შევურიოთ ფქვილი და ცოტა ხანს დავტოვოთ. ცომი გავყოთ 4 ნაწილად, 25X35 სმ ზომის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და ფქვილიანი ხელებით გავიყვანოთ ფენა. თითოეული ფენა გამოვაცხოთ 8-10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. კრემის ინგრედიენტები კარაქის გარდა, მოვათავსოთ ქვაბში, კარგად ავთქვიფოთ და მუდმივი მორევით დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. ვადუღოთ 2-3 წუთი და გავაცივოთ. შემდეგ კარაქი კარგად ავთქვიფოთ, თანდათან შევათქვიფოთ კრემი და დავუმატოთ ვანილი. ფენებს წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნიგოზი. ზედა ფენას მოვასხათ შოკოლადის მინანქარი. ნამცხვარი რამდენიმე საათი გავაჩეროთ, რომ კრემი გაუჯდეს.