ბლინები გავშალოთ, დავადოთ ხაჭო, ჯემი და გადავახვიოთ ფოტოებზე მოცემული წესის მიხედვით. 22 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ კარაქი და ლოკოკინის ფორმით მოვათავსოთ ბლინები, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. რძე, შაქარი, კვერცხი და ვანილი ავთქვიფოთ, მოვასხათ ბლინებს, ზემოდანაც კარგად წავუსვათ და 15-20 წუთით შევაბრუნოთ ღუმელში. მზა ნამცხვარს მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრი.