პურს მოვაჭრათ ქერქი და დავალბოთ რძეში. პამიდვრებს ზედა ნაწილი მოვაჭრათ და თესლიანი გული ამოვიღოთ. დარბილებულ პურს ავურიოთ ყველი და დანაყილი ნიორი, ჩავდოთ პამიდვრებში, ზემოდან მოჭრილი ნაწილი დავადოთ და კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ. შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წთ.