პამიდორი დავჭრათ და მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში, დავუმატოთ კარაქი, ზეითუნის ზეთი, შაქარი, შუაზე გაჭრილი ხახვი და ნივრის მთლიანი კბილები, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ წვენი დაშრება, შემდეგ ამოვიღოთ ხახვები და სოუსი დავჭყლიტოთ ან ჩოფერით დავაქუცმაცოთ, შევანელოთ მარილით და მოვაყაროთ დაჭრილი ბაზილიკი. თუ სოუსს პასტისთვის ვამზადებთ, პამიდორს ჩოფერში დაქუცმაცება არ დასჭირდება.