ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ნიორი და ზეთში მოვშუშოთ 2-3 წთ, დავუმატოთ წვრილად გახეხილი სტაფილო და 2-3 წუთი კიდევ ვშუშოთ. დავაყაროთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი და ვადუღოთ, სანამ ზედმეტი წვენი დაშრება, მოვაყაროთ სანელებლები და დაჭრილი მწვანილი. პასტა მოვხარშოთ შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით და გადავწუროთ, შევურიოთ ცხელი პამიდვრის სოუსი და დაფქული ნიგოზი.