შაქარს დავუმატოთ ლიმონის ცედრა, მწ. მარილი, ზეთი, დარბილებული კარაქი და მოვურიოთ კარგად. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და გავთქვიფოთ კარგად. ასევე დავუმატოთ ლიმონის წვენი, ვანილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. ბოლოს დავუმატოთ რძე. მასა უნდა იყოს დაახლოებით არაჟნის სისქის. თუ თვლით რომ ცოტა თხელია, დაუმატეთ ფქვილი. მოვათავსოთ ფორმაში და ჩავალაგოთ თხლად დაჭრილი კარაქის ნაჭრები, ისე როგორც ჩანს ვიდეოში. ვაცხობთ 170 გრადუსზე, 40-50 წუთით მზაობამდე. მზა კექსს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ ლიმონის და შაქრის პუდრის ნაზავი. (დაგჭირდებათ: 120 გრ. შაქრის ფხვნილი, 2ჩ/კ ლიმონის წვენი, 2 ჩ/კ რძე).