მაწონი და კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქრის ნახევარი და ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან, რომ მივიღოთ არაჟანივით მასა/ შემდეგ დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ 10 წთ, რათა გააქტიურდეს. აქტიურ საფუარს დავუმატოთ კვერცხი, მარილი, გამდნარი კარაქი, მაწონი, ვანილი, დარჩენილი შაქარი, კარგად ავურიოთ და ჩავასხათ ფქვილში. მოვზილოთ კარგად შეკრული ცომი. ხელით კარგად დავამუშაოთ 7-8 წთ, რომ გახდეს გლუვი და პრიალა, კარგად დამუშავებული ცომი ხელზე არ მოგვეწებება. მოვათავსოთ ცომი თავდახურულ ოდნავ ცხიმიან ჯამში და დავდგათ სითბოში 1 სთ, რომ გაიზარდოს და გაორმაგდეს. დავყოთ გუნდებად, მე გავაკეთე 70 გრ თითო გუნდა. გავაბრტყელოთ სათითაოდ, მოვათავსოთ გულსართი და გადავახვიოთ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. დავალაგოთ საცხობ სინზე ერთმანეთის დაშორებით და 20 წთ გავაჩეროთ სითბოში. ზემოდან გადავუსვათ კვ.გული+2სკ. რძე ერთმანეთში შერეული და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით ჰაერის გარეშე.