ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ზეთი და რძე. შემდეგ ჩავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად მოვურიოთ ხის კოვზით. შემდეგ საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და გადავიტანოთ მასა. ბოლოს ჩაის კოვზით მოვასხათ ჟოლოს ჯემი, ვაცხობთ 170 გრადუსზე, დაახლოებით 50 წუთით, გემრიელად მიირთვით!