შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე კარაქთან ერთად. კვერცხის გული გავთქვიფოთ გათეთრებამდე 25გ შაქართან ერთად. დავამატოთ კაკაო, ვანილი და კონიაკი. ავთქვიფოთ. კვერცხიან მასაში ჩავასხათ შოკოლადიანი მასა, ისევ ავთქვიფოთ. ცალკე ჯამში კვერცხის ცილას დავამატოთ მარილი და ავთქვიფოთ. როცა გამყარდება ნელ-ნელა დავამატოთ შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა შაქრის გადნობამდე. მიღებული ბეზე შევურიოთ შოკოლადიან მასას, კარგად ავურიოთ. ჭიქაში ჩავყაროთ დამტვრეული თხილი, ჩავასხათ შოკმანჟე და მოვაყაროთ ისევ თხილი. გავაჩეროთ მაცივარში 2-3საათი. მოვრთოთ სურვილისამებრ