კვერცხი მოვხარშოთ. სალათა და ისპანახი გავრეცხოთ და შევაშროთ. სალათა, ისპანახთან ერთად დავჭრათ და გადავიტანოთ თეფშზე, ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი ბოლოკი, კვერცხი, ბარდა, დაჭრილი მწვანე ხახვი. კეფირში ჩავამატოთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ნიორი, მოვასხათ სალათას.