თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი და ცოტა ფქვილი, კარგად ავურიოთ და დავდგათ გასააქტიურებლად რამდენიმე წუთით. გაცრილ ფქვილს დავუმატოთ მარილი, აქტიური საფუარი და მოვზილოთ ცომი. ბოლოს დავუმატოთ რბილი კარაქი და კარგად დავამუშაოთ ხელით, რომ გახდეს პრიალა ცომი. დავასვენოთ სითბოში 1 სთ. დავყოთ 12 გუნდად. კარგად შეკრული გუნდები მოვათავსოთ საცხობი სინით 20 წთ სითბოში. გადავუსვათ კვერცხის გული და რძის ნარევი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ზედა-ქვედა წვით. ასევე 1 კვერცხის გულისა და 2 სკ რძის ნაზავი ზემოდან წასასმელად. გამოცხობის შემდეგ ფუნჯით გადავუსვათ თაფლი და მოვაყაროთ პუდრი.