მანანის ბურღულს შევურიოთ შაქარი ,საფუარი, მარილი. დავუმატოთ თბილი წყალი და კარგად მოვურიოთ. მოვათავსოთ სითბოში 30 წთ. მასა გაიზრდება მოცულობაში. დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, ახლად ადუღებული რძე და ზეთი. დავასვენოთ 15 წთ. გავაცხელოთ სქელძირიანი ტაფა. დავასხათ ცომი ჩამჩით სასურველი ზომის და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე ჯერ თავდახურულ მდგომარეობაში, როცა კარგად მოშრება ზედაპირი, გადავაბრუნოთ და თავღია ვაცხოთ კიდევ რამდენიმე წუთი. შეგიძლიათ მიირთვათ შაქრის პუდრით, თაფლით, შესქელებული რძით, ხილით ან ნაყინით.