სალათა "საიუბილეო"
სალათა "საიუბილეო"
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მწვანილი
  • მჟავე კიტრი - 4
  • ვაშლი - 2
  • მაიონეზი - 250 გ
  • კონსერვირებული სიმინდი - 1 ქილა
  • კონსერვირებული ლობიო, წითელი - 1 ქილა
  • კონსერვირებული ბარდა - 1 ქილა
  • კვერცხი - 3
  • სტაფილო - 3-4
  • კარტოფილი - 3
  • პირშუშხა - 1-2 ჩ.კ
მომზადების წესები
სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი მოვხარშოთ და გავაციოთ.
ლობიო, სიმინდი და ბარდა მარინადისგან გადავწუროთ.
სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი, მჟავე კიტრი და გათლილი ვაშლი დავჭრათ კუბებად. შევურიოთ სიმინდი და ბარდა. დავამატოთ მაიონეზი, მწვანილი და პირშუშხა. კარგად ავურიოთ. მარილი და პილპილი გემოვნებით