ვაბლენდერებთ: კვერცხს, ხაჭოს, სიმინდის სახამებელს და მოხარშულ, შესქელებულ რძეს - ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (თუ გნებავთ - შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილიც). ფორმაში აუცილებლად ჩავაფინოთ საკონდიტრო ქაღალდი და ისე ჩავასხათ, თორემ ძალიან ნაზი მასაა და ვერ გადმოიტანთ დაშლის გარეშე, ან გამოვაცხოთ სილიკონის ფორმაში (აქედან ადვილად გადმოდის). ზემოდანაც გააფორმეთ თქვენი სურვილით. ვაცხობთ 160-170 გრადუსზე, თუ ადრე მოიბრაწა ზემოდან, დაუწიეთ. თითქმის 50-60 წუთი სჭირდება. აუცილებლად ვაჩერებთ კარგად გაცივებამდე. გადმოგვაქვს ფორმიდან, ვხსნით ქაღალდს და სურვილის შემთხვევაში ვაყრით შაქრის პუდრს, ან გამდნარი შოკოლადით ვრთავთ. ძალიან მოუხდა თავად მოხარშული, შესქელებული რძით მორთვა. მერწმუნეთ, მეორე დღეს სჯობია დაგემოვნება.