ნიახური დავჭრათ კუბებად. შუაზე გაჭრილ ვაშლს ამოვუღოთ გული და თხლად დავჭრათ. ნადუღში ან რიკოტაში შევურიოთ მწიკვი მარილი და პატარა გუნდები გავაკეთოთ. ნიგოზი დავტეხოთ. შეგვიძლია წინასწარ მსუბუქად მოვხალოთ. ლიმონის წვენი, ზეთი, მწიკვი მარილი, პილპილი და მდოგვი ავურიოთ. ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ჭურჭელში და მომზადებისთანავე მივირთვათ.