გავარჩიოთ ჯერ კრევეტები თავებისგან, რომლებსაც არ ვყრი, რადგან მთელი გემო მასშია. გავრეცხოთ კარგად თავებიც და დანარჩენი ნაწილიც, ამოვაცალოთ პატარა ნაწლავივით აქვს კრევეტებს. ეს ყველაფერი მოვამზადე და დავიწყე მომზადება. დავჭერი ხახვი და ჩავყარე ზეთ მოსხმულ ქვაბში, ვშუშე სანამ ხახვი არ მორბილდა ესე 2 წუთი. შემდეგ დავაყარე ნიორი და წითელი ბულგარული წიწაკა, ესენიც კარგად მოვშუშე, ხახვი არ უნდა შეიფეროს. შემდეგ ჩავაყარე კრევეტების თავები, ცოტა მოვშუშე, დავამატე უზო (სასმელია საბერძნეთში) თქვენ შეგიძლიათ თეთრი ღვინო გამოიყენოთ. როდესაც აორთქლდება, დავამატე ნახევარი ლიმონის წვენი და ასე 2 წუთის შემდეგ, დავამატე დაახლოებით 400 გრამი ჩახეხილი პომიდორი ან ნაყიდი მზა პომიდორი. როდესაც ამოდუღდა დავამატე პილპილი და ცოტა მარილი და ვაცადე 10-12 წუთი დუღილი. როდესაც მომზადდა, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ამასობაში მოვხარშე მაკარონი (მე ლინგვინი გამოვიყენე), ეს გადავწურე და შემდეგ ჩავაბრუნე ისევ ქვაბში, სადაც კარაქი მქონდა გამდნარი. ცალკე ტაფაზე, რომელიც გავაცხელე, მოვასხი ზეითუნის ზეთი და დავყარე გარჩეული კრევეტები. გაითვალისწინეთ არ დავტოვოთ დიდი ხნით გამაგრდებიან. თითო მხარეს 1 წუთი და შემდეგ გადააბრუნეთ მეორე მხარეს. 1 წუთი დატოვეთ ასე და შემდეგ ეს კრევეტები ჩაყარეთ პომიდვრის სოუსში, რომელიც მზადაა უკვე. შემდეგ ავრიე მსუბუქად და ამ მასაში ჩავყარე მაკარონი. შემდეგ ამოვურიოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით, რომ გემოები გაუჯდეს. გემრიელად მიირთვით!