კარგად გარეცხილი ლიმონი დავჭრათ და კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ. გადავიტანოთ მომინანქრებულ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და მოვურიოთ ხის კოვზით. 2 დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე ამოვურიოთ, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს. შემდეგ გადავიტანოთ ქილებში და მოვათავსოთ ცივ სარდაფში ან მაცივარში.