ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, დავასხათ წყალი და დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი. მოვხარშოთ. დავამატოთ გარჩეული და გარეცხილი ბროკოლი და ვხარშოთ ბროკოლის დარბილებამდე. შევკაზმოთ მარილითა და წიწაკით, გადავიტანოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ არაჟანთან ერთად. მზა წვნიანი გავაფორმოთ დაღერღილი წიწაკით.