კვერცხები და შაქარი მოვათავსოთ ჯამში და ავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ არაჟანი, დარბილებული კარაქი, ნაღები და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დავაცრათ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. მასა ჩავასხათ მაფინების ფორმაში, გულში ჩავუდოთ შოკოლადის ღილები და გამოვაცხოთ 200 გარდუსზე 20 წთ.