ქათმის ფილე მოგრძო წვრილ ნაჭრებად დავჭრათ. ერთად ავურიოთ კვერცხის ცილა, 1 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და სახამებელი. ეს ინგრედიენტები შევურიოთ ხორცის ნაჭრებს და ოთახის ტემპერატურაზე 30-40 წუთი გავაჩეროთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ქათმის ხორცის ნაჭრები შევბრაწოთ ორივე მხრიდან, დავასხათ ერთად არეული დარჩენილი სოიის სოუსი, ვაშლის ძმარი, სეზამის მარცვლები და თაფლი, ცეცხლზე გავაჩეროთ 2-3 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.