სოკოს სუპი - არომატული და დახვეწილი წვნიანი
სოკოს სუპი - არომატული და დახვეწილი წვნიანი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ტიმიანი (ბეგქონდარა)
  • ზეითუნის ზეთი
  • ნუშის ფირფიტები - 3 ს.კ
  • კარაქი - 1 ს.კ
  • ნაღები - 100 მლ
  • თეთრი ღვინო - 100 მლ
  • ხახვი - 1
  • თეთრი ქამა სოკო - 400 გ
  • მარილი და პილპილი
  • ბულიონი
მომზადების წესები
გასუფთავებული სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ.  გაცხელებულ ტაფაზე დავდოთ კარაქის ნაჭერი და დავაყაროთ სოკო და ხახვი. მოვშუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დავასხათ ღვინო და ბულიონი.
წამოვადუღოთ, დავახუროთ თავზე, ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 20-30 წუთი. ჩავასხათ ნაღებიც , კვლავ წამოვადუღოთ.
ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი, ტიმიანი. სუფრასთან მიტანისას მოვასხათ ზეითუნის ზეთის წვეთები და მოვაყაროთ მშრალად მოხალული ნუშის ფირფიტები
ტეგები:
ნუში ნაღები სოკო ღვინო ნანახია: 18003