თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 10 წუთი გავაჩეროთ. კარაქი გავადნოთ, უნდა იყოს თბილი და არა ცხელი. ერთად ავურიოთ შაქარი, მარილი, კვერცხი და ფქვილი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და საფუვრიანი რძის დამატებით მოვზილოთ ცომი. ვზი-ლოთ მანამ, სანამ ცომი აღარ მიეკრობა ხელს და ცელოფანგადაკრული თბილად დავ-დგათ ასაფუებლად 30 წთ ცომი ჩავზილოთ, გავაკეთოთ პატარა გუნდები და ტილოგადა-ფარებული 20 წუთი გავაჩეროთ, შემდეგ 170 გრადუსზე გახურებულ ზეთში, ფრიტიურში შევწვათ ფუნთუშები, შევაგრილოთ და საკონდიტრო ტომრით გულში ჩავუდოთ ჯემი ან სხვა სასურველი გულსართი. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.