ჭარხალი გავთალოთ, დავჭრათ, დავასხათ წყალი, რომ დაფაროს და დავადგათ მოსახარშად. როცა ადუღდება, დავუმატოთ დაჭრილი ნიახური. ცალკე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დჭრილი ხახვი შალოტი და ჩავუმატოთ ჭარხალს. როცა ბოსტნეული მოიხარშება, ბლენდერით ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვაშლის ძმარი, წიწაკა და მარილი. სასურველი კონსისტენციის მისაღებად შეგვიძლია გავაზავოთ მდუღარე წყლით. წვნიანი ამოვიღოთ ჯამებში, მოვაყაროთ კამა, ნიგოზი და სეზამის მარცვლები.