წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ მარილი და ბრინჯი და თავდახურული ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ბრინჯი მოიხარშება და წყალი დაშრება, დავასხათ ნაღები და განვაგრძოთ ხარშვა. მზა ფაფას შევურიოთ შაქარი გემოვნებით და ჯამში ამოვიღოთ, ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი ხილი და მოვაყაროთ სასურველი თხილეული და მარცვლეული.