ინდაურის ხორცის ნაჭრები დავბეგვოთ. სოკო და წიწაკა თხელ ნაჭრებად დავჭრათ. არაჟანში ავურიოთ წითელი აჯიკა და წავუსვათ დაბეგვილი ხორცის ნაჭრებს, ზედ დავაწყოთ წიწაკა, სოკო და გავახვიოთ, შევკრათ ხის ჩხირებით. რულეტებს ზემოდან მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ცხიმში ყველა მხრიდან.