მოსამზადებლად დაგვჭირდება ჭყინტი, უმარილო, მწიფე(მჟავე) ყველი. დავჭრათ თხელ ფენებად. ქვაბში გავაცხელოთ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე (არ ავადუღოთ,დაახლოებით 80-90 გრადუსი უნდა იყოს). ჩავალაგოთ დაჭრილი ყველი და დავუწიოთ ცეცხლს. მოვურიოთ ხის ნიჩბით. როცა ყველი დაიწყებს გაწელვას გადმოვიტანოთ ფართო ჯამზე. შემდეგ დავიწყოთ ხელით დამუშავება. გადავკეცოთ ფენებად და მივცეთ მრგვალი ფორმა. ჩავდოთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში (მე ვავლებ ცივ წყალსაც). მოვაყაროთ მარილი და ვაცადოთ ბოლომდე გაგრილება (შეიძლება მოვათავსოთ წათხში). პ.ს. რომ გავიგოთ ყველი არის თუ არა მზად სულგუნის მოსამზადებლად, პაწაწინა ნაჭერი ჩავაგდოთ ცხელ წყალში, თითებით დავამუშაოთ, თუ გაიწელა ე.ი. ვიწყებთ მომზადებას.