ქათამი, სასურველია სოფლის, კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ დიდ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და მოვხარშოთ. ბულიონს ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. მოხარშული დედალი ცხელივე ამოვიღოთ ქვაბიდან და მოვაყაროთ მარილი. ბულიონი ამოვიღოთ თასში, შევაზავოთ დანაყილი ნივრით, ჯანჯაფილით და მარილით.