მოვამზადოთ ცომის ხაში: 3 ს.კ. ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 1 ს.კ. შაქარი და ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად. კარაქი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, გაწურული მაწონი, ლიმონის ცედრა და სანელებლები. როცა ცომის ხაში აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი. ფქვილი თანდათან ვამატოთ, შეიძლება დასჭირდეს 100-200 გრამით მეტი. ცომი დავდოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. ქიშმიშს დავასხათ ბრენდი და დავდგათ, რომ გაუჯდეს. აფუებული ცომი ორჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად. მესამედ რომ აფუვდება, ცომს დავუმატოთ ქიშმიში (იმისათვის, რომ ცომში ქიშმიში და მშრალი ხილი კარგად განაწილდეს, წინასწარ გავრეცხოთ, გავაშროთ და შევურიოთ ცოტა ფქვილი) და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.