ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ კაკაო, დავასხათ რძე და მოვზილოთ ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და 15 წუთით შევდოთ მაცივარში. კრემ-ყველი, ვანილი და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ კრემის მიღებამდე. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, ცელოფანზე ძალიან თხლად, გავაბრტყელოთ, წავუსვათ კრემი და ცელოფნის დახმარებით ფრთხილად გადავახვიოთ, შევკრათ ცელოფნით და 3-4 საათით მაცივარში დავდოთ.